Cover

სიახლეები

წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „ჯპს კლუბისგან“

29/12/2023

23 დეკემბერს „ჯპს კლუბმა“  წლის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას Paragraph Freedom Square-ში უმასპინძლა. საღამოს, რომლის მთავარი თემა 2024 წლის სილამაზისა და მოდის ტენდენციები იყო, ჯპს-ს ლოიალური მომხმარებლები, ინფლუენსერები და საზოგადოების ცნობილი სახეები დაესწრნენ.

ღონისძიების დამსწრე სტუმრებისთვის საინტერესო საუბრები ჩაატარეს მოწვეულმა სპიკერებმა: ბრენდ „დალოოდის“ კრეატიულმა დირექტორმა მაკა კვიციანმა, MAISON KETI-ს კრეატიულმა დირექტორმა  ქეთი ჩხიკვაძემ და ვიზაჟისტმა თინა შალიკაშვილმა.

ღონისძიება კომპანია ჯპს-ს სილამაზისა და თავის მოვლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიკა წერეთელმა გახსნა და დამსწრე აუდიტორიას 2024 წელს კანის მოვლისა და სილამაზის  სასიამოვნო სიახლეები გააცნო, რომელსაც ჯპს-ს წამყვანი, მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი, პრემიალური ბრენდები გვიმზადებენ. მარიკამ ჯპს ქსელში ახალი, კანის მოვლის პროფესიონალური ბრენდების ინოვაციურ პროდუქციაზეც ისაუბრა, რომლით სარგებლობასაც ქსელის ერთგული მომხმარელები უკვე სულ მალე, ახალი 2024 წლიდან შეძლებენ.

საღამოს პირველი პანელი დიზაინერებს - მაკა კვიციანს და ქეთი ჩხიკვაძეს დაეთმოთ, რომლებმაც  სანტერესოდ ისაუბრეს თანამედროვე მოდის კონცეფციაზე - როგორც ინდივიდუალიზმის, კრეატივის, თვითგამოხატვის და თითოეული ადამიანის სულიერი სამყაროს გამოძახილის მთავარ პლატფორმაზე. რა ქმნის მოდას, როგორ იქმნება ჩვენი ავთენტური სტილი, რამდენად კომპლექსურია თანამედროვე მოდის სამყარო, რა მოთხოვნებს უყენებენ დიზაინერებს მოდის თანამედროვე მიმდევრები და რა თქმა უნდა, რა ჩავიცვათ ახალ წელს - სწორედ ეს და სხვა საინტერესო თემები განიხილეს დიზაინერებმა და დარბაზში დასმულ კითხვებს სიამოვნებით უპასუხეს.

ვინ თუ არა, თანამედროვე ქალებმა კარგად ვიცით, რომ მაკიაჟი მოდისა და სტილის განუყოფელი, ორგანული ნაწილია, კონკრეტული განწყობის, თვითგამოხატვის, სამოსის სტილისა და შესაბამისი გარემოს მთავარი ვიზუალური ატრიბუტი.

როგორი მაკიაჟია მომავალ წელს მოდაში? ამ კითხვას  პასუხი გასცა  საღამოს კიდევ ერთმა სპიკერმა, ნიჭიერმა ვიზაჟისტმა თინა შალიკაშვილმა, რომელმაც აუდიტორიას მაკიაჟის საშუალებით სტილის სწორი პოზიციონირების გზები ასწავლა. თინამ გვამცნო, რომ სადა მაკიაჟი სწორედაც, რომ 2024 წლის ჰიტია და დაბალანსებული, ზომიერი, მშვიდი მაკიაჟი გვაძლევს იმ გამორჩეულ ვიზუალს, რომელიც უდაოდ ჩვენი ინდივიდუალიზმის აღქმის ნაწილია. თინამ მოხდენილი მაკიაჟის გაკეთების რამდენიმე ძალიან საჭირო  ხრიკიც ასწავლა დამსწრე საზოგადოებას და რა თქმა უნდა, აქტუალური თემა - საახალწლო მაკიაჟის თავისებურებებიც განიხილა.

საღამომ,  საინტერესო საუბრებთან ერთად, გრანდიოზული გათამაშებებით ჩაიარა. ლოტოტრონში ამოსული იღბლიანი ნომრების მქონე სტუმრები შინ ჯპს-ს, Afflelou Paris-ისა და Triumph-ის არაჩვეულებრვი პრიზებით დაბრუნდნენ.

თუმცა, 23 დეკემბერს ჯპს კლუბის შეხვედრიდან შინ უსაჩუქროდ არავინ წასულა. თითოეულ სტუმარს ერგო ლურჯ ხავერდოვან სასაჩუქრე ტომსიკაში მოთავსებული, კომპანია ჯპს-ს ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია და აქსესუარები.  

„ჯპს კლუბი“ ახალ 2024 წელს ახალი იდეებით და სასიამოვნო სიახლეებით შეხვდება, მანამდე კი ჯპს-ს ყველა ერთგულ მომხმარებელს და სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ იღბლიან, სილამაზითა და სილაღით აღსავსე წელს.

მსგავსი სიახლეები

თვალი ადევნე ჯპს-ს სიახლეებს