Cover

სიახლეები

გაიგე, როგორ მიიღო ჯპს-სგან მედიკამენტები უფასოდ

08/01/2024

თუ ხართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი, თქვენ შეგიძლიათ ჯპს-ის ქსელში  მედიკამენტები უფასოდ მიიღოთ. პროგრამაში ჩართვის მთავარი პირობა ექიმთან ვიზიტია, რომელიც მოახდენს თქვენს რეგისტრაციას ბაზაში და მის მიერ გამოწერილი მედიკამენტების გატანას ჯპს-ის ნებისმიერი ფილიალიდან შეძლებთ. აფთიაქში სტუმრობისას აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ მიიღოთ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი II), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ  გვერდს: https://nha.moh.gov.ge/ge/c/medicines

მსგავსი სიახლეები

თვალი ადევნე ჯპს-ს სიახლეებს