გახდი ჯპს-ს Beauty ამბასადორი
27/02/2024
გახდი ჯპს-ს Beauty ამბასადორი
აღწერა:
თუ ხარ დამწყები ინფლუენსერი ან უბრალოდ გიყვარს ვიდეო/ფოტო გადაღება და გსურს ამ მიმართულებით განვითარება, ჯპს გაძლევს შანსს რომ ჩაერთო ახალ პროექტში და დაიწყო საინტერესო კონტენტის შექმნა ჩვენთან ერთად.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 10 საინტერესო ვიდეო ან ფოტო კონტენტი, რომლის ავტორებიც წლის ბოლომდე გახდებიან ჯპს ინფლუენსერები და მიიღებენ შემდეგ ბენეფიტებს:
- წლის ბოლომდე სახის მოვლის რუტინისთვის საჭირო პროდუქტები საჩუქრად (ექსკლუზიური ბრენდების ასორტიმენტიდან. რუტინისთვის საჭირო პროდუქტების განახლება მოხდება კვარტალში ერთხელ)
- ბიუთი სფეროს ინფლუენსერების კონსულტაცია-მასტერკლასი
- ჯპს აფთიაქის ბიუთი ღონისძიებებზე დასწრების შანსი
- ექსკლუზიური ბრენდების ყველა სიახლის მიღების შანსი მათი ქსელში გაშვებამდე.
პირობა:
ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ახალ პროექტში, 1-8 მარტის ჩათვლით უნდა იშოპინგოს ჯპს-ს ნებისმიერ ფილიალში, სააქციო პერიოდი იდეალური დროა ახალი პროდუქტების დასატესტად ან სულაც უკვე არსებულების მარაგის შესავსებად. ააწყოს სახის ან თმის ან სხეულის მოვლის რუტინა, გადაიღოს ვიდეო ან შექმნას ფოტო კონტენტი, რომელიც უნდა ატვირთოს 10 მარტამდე თავის ინსტაგრამ ან ტიკ ტოკ გვერდზე.
აუცილებელია მონიშნოს ჯპს აფთიაქი და გააყოლოს ჰეშთეგი #ჯპსBeautyამბასადორი
კონტენტის გაშვება უნდა მოხდეს ამ 2 არხიდან რომელიმეში:
შერჩევის კრიტერიუმი
შეირჩევა 10 გამარჯვებული.
- 5 შეირჩევა ნახვების მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით (ვიდეო კონტენტებიდან),
- 2 აირჩევა მარიამ სანოგოსა და თინა შალიკაშვილის მიერ (ვიდეო ან ფოტო კონტენტი)
- ხოლო დარჩენილ 3-ს შეარჩევს ჯპს-ს გუნდი (ვიდეო ან ფოტო კონტენტი)
- გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 20 მარტს
- გამარჯვებული 10 ინფლუენსერი წლის ბოლომდე ბიუთი სფეროში ექსკლუზიურად ჯპს-ს თემებს გააშუქებს:
- თვეში ერთხელ კამპანიების საინფორმაციო სთორი + ვიდეო
- ახალ პროდუქტებზე მოკლე რევიუ - თვეში ერთხელ (ვიდეო)
- სეზონურ პროდუქტებზე მოკლე რევიუ - თვეში ერთხელ (სთორი ან ფოტო)
დამატებითი ბენეფიტი:
გამარჯვებულ 10 მონაწილეს ჩაუტარდება მოკლე მასტერკლასი, თუ როგორ გააუმჯობესონ ინფლუენსერული უნარები და მოიპოვონ მეტი აუდიტორია. მასტერკლასს ჩაატარებენ მარიამ სანოგო და თინა შალიკაშილი
დამატებითი პირობა:
- პროექტში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გამოცდილი ინფლუენსერები (პირები, ვისი აუდიტორიაც სცდება 15 000 ფოლოუერს)
- ვიდეო კონტენტი იქმნება ქართულ ენაზე (თუ მასში საუბარი ან ტექსტი იქნება)
- პროექტში მონაწილე პირი უნდა იყოს ქართულენოვანი
ვიდეო არ უნდა იყოს დაბუსტული!