გახდი ჯპს-ს Beauty ამბასადორი
27/02/2025
გახდი ჯპს-ს Beauty ამბასადორი
თუ ქმნი კონტენტს სოციალური ქსელებისთვის, გიყვარს ვიდეო/ფოტო გადაღება და გსურს ამ მიმართულებით განვითარება, ჯპს გაძლევს შანსს რომ ჩაერთო ახალ პროექტში და დაიწყო საინტერესო მოგზაურობა ჩვენთან ერთად.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 5 საინტერესო ვიდეო კონტენტი, რომლის ავტორებიც გახდებიან ჯპს-ს ბიუთი ამბასადორები და 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიიღებენ შემდეგ ბენეფიტებს:
- ბიუთი სფეროს ინფლუენსერების კონსულტაცია-მასტერკლასი
- ჯპს აფთიაქის ბიუთი ღონისძიებებზე დასწრების შანსი
- ექსკლუზიური ბრენდების ახალი პროდუქტების მიღება და მათი შეფასება
თუ გსურს მონაწილეობა მიიღო ამ ახალ პროექტში:
- გადაიღე ვიდეო და ატვირთე 1-დან 10 მარტამდე შენს ინსტაგრამ ან ტიკ-ტოკ გვერდზე
- აუცილებელად მონიშნე ჯპს აფთიაქი (@) გააყოლე ჰეშთეგი #ჯპსBeautyამბასადორი
კონტენტის გაშვება უნდა მოხდეს ამ 2 არხიდან რომელიმეში:
კონტენტის თემები შეიძლება იყოს შემდეგი:
- სახის მოვლა
- სხეულის მოვლა
- თმის მოვლა
- Make-up/ვიზაჟი
- Lifestyle თემატიკა
კონკურსის დასრულების შემდგომ შეირჩევა 5 გამარჯვებული.
- გამარჯვებულებს შეარჩევს ჯპს-ს გუნდისა და მაკრო ინფლუენსერებისგან დაკომპლექტებული ჟიური (ვიდეოს ნახვების მიხედვით შერჩევა არ მოხდება!)
- გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 20 მარტს
- გამარჯვებული 5 ამბასადორი 2025 წლის ბოლომდე ბიუთი სფეროში ექსკლუზიურად გააშუქებს ჯპს-ს თემებს: ახალ პროდუქტებზე მოკლე რევიუ; სეზონურ პროდუქტებზე მოკლე რევიუ; მიმდინარე კამპანიებში ჩართულობა.
- შერჩევა მოხდება: კონტენტის ხარისხის და ორიგინალობის მიხედვით.
დამატებითი ბენეფიტი:
გამარჯვებულ 5 მონაწილეს ჩაუტარდება მოკლე მასტერკლასი, თუ როგორ გააუმჯობესონ კონტენტის შექმნის უნარები და მოიპოვონ მეტი აუდიტორია.
დამატებითი პირობა:
- ვიდეო კონტენტი იქმნება ქართულ ენაზე
- პროექტში მონაწილე პირი უნდა იყოს ქართულენოვანი